14.Dec.2015 19:31
Economy

ბალვანერა: ლარი ახლა სტაბილურია... საქართველომ მეზობლებთან ექსპორტი უნდა გაზარდოს

ბალვანერა: ლარი ახლა სტაბილურია... საქართველომ მეზობლებთან ექსპორტი უნდა გაზარდოს
"ვფიქრობ, საქართველომ სავაჭრო აქტივობა უნდა გააღრმავოს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი. საქართველოს ახლა კარგი შესაძლებლობა აქვს რუსეთ-თურქეთს შორის სანქციების ფონზე, ისარგებლოს მომენტით და თურქეთის მაგივრად რუსეთის ბაზარზე კიტრი, პომიდორი და სხვა პროდუქტები შეიტანოს", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში ბრუნო ბალვანერამ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
 
"ამავე დროს უნდა ვიფიქროთ მომავალი წლის არჩევნებზეც. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ იმაში, რომ გარემო საქართველოში პროგნოზირებადია, კანონის უზენაესობა დაცულია, მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინვესტიციების გაგრძელებისთვის და მათი მოზიდვისთვის", - ამბობს ბრუნო ბალვანერა.

ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი უახლოეს მომავალში დიდ ცვლილებებს არ ელოდება, არც ნავთობზე ფასების გაზრდის და არც რუსეთზე დაწესებული სანქციების მოხსნის თვალსაზრისით. შესაბამისად, მთელ რეგიონს, მათ შორის საქართველოს, ახალ ეკონომიკურ რეალობასთან ადაპტირება უწევს.

"საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელზეც კრიზისი (რუსეთის) აისახა. ერთის მხრივ, შეიზღუდა რუსეთში მიმავალი ექსპორტი. ასევე შემცირდა ფულადი გზავნილები, რომელსაც რუსეთში დასაქმებული ქართველები რიცხავდნენ. რუბლის კურსის ვარდნის გამო საქართველოს გარშემო მყოფ ქვეყნებში ყველგან ვალუტის დევალვაცია მოხდა...
ლარის კურსის 40-პროცენტიანი ვარდნით, საქართველო შეეცადა მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან კონკურენტუნარიანობა შეენარჩუნებინა და ეს კარგია. მაგრამ არც ისე კარგია ის, რომ კომპანიების, ან ოჯახების მიერ აღებული სესხის დაახლოებით 65 პროცენტი ამერიკულ დოლარშია გატანილი. ახლა მათ ვალის დაბრუნება ქართული ლარის კურსით უწევთ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი კრედიტი საშუალოდ 40 პროცენტით გაიზარდა", - აღნიშნავს ბალვანერა.

თუმცა, ბრუნო ბალვანერას აზრით, ამ მხრივ ყველაზე რთული მომენტი საქართველომ უკვე გადალახა, - ქართული ლარი სტაბილური გახდა, იმპორტი საგრძნობლად შეიზღუდა და საქართველო ახლა ექსპორტის დონის შენარჩუნებას ცდილობს.



22.May.2019 23:49
43

Government Sells “Babylon Tower” for 24.9 million GEL

More
22.May.2019 23:45
59

“Georgian Manganese” Enters into the Legal Dispute with its Employees

More
21.May.2019 16:18
94

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
131

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
18.May.2019 00:28
113

Kutaisi bypass road to be modernized as 4-line highway

More
17.May.2019 00:19
108

Geostat Sets 164 GEL as the New Subsistence Minimum

More