29.Dec.2015 10:36
Financial Sector

ბანკების მიმზიდველი შემოთავაზებები - რა უნდა ვიცოდეთ განვადების კონტრაქტის ხელმოწერამდე

ბანკების მიმზიდველი შემოთავაზებები - რა უნდა ვიცოდეთ განვადების კონტრაქტის ხელმოწერამდე
ბანკების მიერ შემოთავაზებული განვადებები სხვადასხვა სახის ტექნიკის, ტელევიზორების, მობილური ტელეფონებისა და თუ ავეჯის შეძენისას მომხმარებლებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, - განსაკუთრებით კი საახალწლო პერიოდში. 0%-იანი განვადების შესახებ ყველას გვსმენია, თუმცა არსებობს თუ არა რეალურად 0 პროცენტიანი განვადება და რა უნდა გავითვალისწინოთ, მანამ სანამ განვადების კონტრაქტს მოვაწერთ ხელს, - რჩევებს "საზოგადოება და ბანკები" გაძლევთ.
 
განვადება არის სამომხმარებლო ტიპის სესხი, რომელსაც მომხმარებელი იღებს ბანკიდან მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში კონკრეტული საქონლის ან მომსახურების შესაძენად. ჩვეულებრივი სამომხმარებლო სესხისგან განსხვავებით, განვადებას აქვს კონკრეტული მიზნობრიობა, მაგალითად საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავეჯის შეძენა და სხვა. როგორც წესი, განვადების გაფორმება შესაძლებელია მომენტალურად, უშუალოდ მაღაზიაში/სავაჭრო ობიექტში.

საბანკო პროდუქტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ე.წ. უპროცენტო განვადებაა და ამ მიმართულებით ბანკები მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიებსაც ახორციელებენ. რეკლამაში გადმოცემული ტექსტი კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან მეტწილად არასწორად აღიქმება ხოლმე. მომხმარებლების გარკვეული ნაწილის აზრით უპროცენტო განვადების შემთხვევაში, ისინი შეძენილ პროდუქციაში მხოლოდ სავაჭრო ქსელის საწყის ფასს იხდიან (რადგან საპროცენტო განაკვეთი ნულია).
უპროცენტო განვადებისას მართალია საპროცენტო განაკვეთი ნულია, თუმცა პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს გაცემის/დამტკიცების საკომისიოს და ასევე, ფასნამატის გადახდა უწევს.

ეს ხარჯები კი პროდუქციის საწყის სავაჭრო ფასს გარკვეული ოდენობით აძვირებს. უპროცენტო განვადების სესხის ვადა მეტწილად ყველა ბანკის შემთხვევაში 3-36 თვის და სესხის მოცულობა კი 100-5000 ლარის ფარგლებშია.

იმისთვის, რომ დავადგინოთ, უპროცენტო განვადებისას პროდუქციის შეძენაში რეალურად რა ოდენობის თანხას ვიხდით ამისთვის განვიხილოთ მაგალითი. თუ გვსურს ტელევიზორის შეძენა, რომლის ფასიც არის 1000 ლარი, განვადების შემთხვევაში ღირებულებას ემატება დაახლოებით 5%. გამოდის, რომ განვადებით სარგებლობით შემთხვევაში ტელევიზორის ღირებულება 1000 ლარის ნაცვლად, არის დაახლოებით 1050 ლარი. ამასთან, გასათვალისწინებელია სესხის დამტკიცების/გაცემის საკომისიო, რომელიც საშუალოდ 3%-ია. აქედან გამომდინარე მომხმარებელს 1000 ლარიანი ტელევიზორი, განვადების შემთხვევაში სულ 1080 ლარი უჯდება. თუმცა, ბანკები სხვადასხვა აქციების ფარგლებში მომხმარებლებს 0%-იან განვადებასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილ დამატებით ხარჯებს უმცირებენ.

საზოგადოება და ბანკები
ანა ბეროშვილი



18.Apr.2019 10:54
57

ADB is Providing a 60 Million GEL Loan to Georgian Credo Bank

More
17.Apr.2019 22:15
112

New CEO of Georgian Co-Investment Fund Appointed

More
17.Apr.2019 15:29
67

Fitch Affirms 4 Georgian Banks, Revises Outlooks on TBC and BOG to Stable

More
16.Apr.2019 22:37
57

S&P revised Georgia’s Outlook to positive on economic resilience

More
10.Apr.2019 15:53
1801

TBC Bank acquires leading Uzbek payment platform Payme

More
09.Apr.2019 16:36
69

Koba Gvenetadze: Competition in Georgian Bank System is Quite High

More