23.Jan.2016 01:00
Society

ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება

ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობამ გაითვალისწინა საზოგადოების აზრი ბათუმის ზღვისპირა ბულვარის სამი ხეივნის შენარჩუნების შესახებ და მიიღო ბათუმელებისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ბათუმის ბულვარს კვლავ სამი ხეივანი ექნება.
 
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის განცხადებით, „არჩილ ხაბაძე უშუალოდ იყო დაინტერესებული გამოძებნილიყო საზოგადოებისათვის მისაღები გადაწყვეტილება, ამის შესახებ მან სხვადასხვა ინტერვიუში თუ საზოგადოებრივ ჯგუფებთან შეხვედრისას არაერთხელ განაცხადა“.

„22 იანვარს აჭარის მთავრობაში გაიმართა მორიგი შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან, სადაც დეტალურად განიხილეს სამომავლო ნაბიჯები სამი ხეივნის შენარჩუნებისათვის. ამგვარი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის გზით ქმედითი ნაბიჯი გადადგა ბათუმისა და ბათუმელების ინტერესების დასაცავად. „მინდა მივულოცო ყველას - ბათუმელებს, მთელ საქართველოს, რომ ასეთი რამ მოხდა... ეს არაჩვეულებრივი მაგალითიცაა და გაკვეთილიც საზოგადოებისთვის, ისევე როგორც მთავრობისთვის, რომ მსგავსი დემოკრატიული პროცესი შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში... რომ საზოგადოების მიერ გამოთმულ აზრს აქვს ძალა...“- განაცხადა შეხვედრის შემდეგ სატელევიზიო ინტერვიუში საინიციატივო ჯგუფის წევრმა რაულ ფატლაძემ.
 
მომდევნო დღეებში გაგრძელდება ბულვარში მიმდინარე სამუშაოების სამართლებრივი, ტექნიკური და დოკუმენტალური საკითხების შეთანხმება, რაშიც ჩართულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები. აღნიშნული პროცედურები უახლოეს დღეებში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ სანიაღვრე არხებისა და სასეირნო ბილიკების ახალი ფილებით მოწყობა სამივე ალეაზე იქნება გათვალისწინებული. ბათუმის ზღვისპირა ბულვარი 2016 წლის ტურისტულ სეზონს სამი განახლებული ხეივნით შეხვდება“,- ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.




21.May.2019 16:18
94

Government Will Not Cover Commercial Risks of Anaklia Port - Tskitishvili

More
20.May.2019 11:22
131

Christine Lagarde - Harnessing Reforms to Boost Inclusive Growth, Full Speech

More
17.May.2019 23:54
84

Bakhtadze: We will Build a Modern Educational Space in Batumi

More
13.May.2019 18:16
118

Natia Turnava's Interview with "Forbes Week"

More
09.May.2019 01:08
158

200 New Buses to Enter Tbilisi from 2020

More
26.Apr.2019 19:26
257

EU launches three new environmental projects in Georgia

More