Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბათუმის მიმართულებით ფრენას ყაზახური ავიაკომპანია იწყებს

5721ba3698c07
BM.GE
28.04.16 11:20
1167
ბათუმის მიმართულებით ფრენას ყაზახური ავიაკომპანია იწყებს. ივნისის დასაწყისიდან ქალაქ აქტაუდან ბათუმამდე ფრენებს ავიაკომპანია "სკატი" განახორციელებს.
 
როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მამუკა ბერძენიშვილმა "საქმიან დილას" განუცხადა, აჭარაში ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობა მზარდია. მისი თქმით, პირველ კვარტალში ყაზახი ტურისტების რაოდენობა 21 პროცენტით გაიზარდა.

"ისტორიის განმავლობაში პირველად, გვექნება პირდაპირი ფრენები ყაზახეთიდან, რომელიც ბათუმის მიმართულებით განხორციელდება. ყაზახეთიდან ფრენები ივნისის დასაწყისიდან შესრულდება. ყაზახეთის ქალაქი აქტაუდან ბათუმის მიმართულებით კომპანია "სკატი" იფრენს, ეს შეიძლება ითქვას, რომ მთელს ქვეყანას აერთიანებს", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდა იგეგმება თურქეთიდან და ბელარუსიდან.