Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, სავარაუდოდ 2019 წლისთვის დასრულდება (ვიდეო)

56c1ce1511d9d
BM.GE
15.02.16 17:05
1269
ბათუმში UEFA-ს სტანდარტების შესაბამისი სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი, სავარაუდოდ ზაფხულში გამოცხადდება. შპს სტადიონის დირექტორი, გიორგი ზირაქაშვილი "ბიზნესკონტაქტთან" სუბრისას ამბობს, რომ ხელშეკრულება თურქულ კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-თან უკვე გაფორმებულია და ამ ეტაპზე პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს.
 
"პროექტი მზად 6 აპრილისთვის უნდა იყოს, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები", - აცხადებს შპს სტადიონის დირექტორი, მისივე ინფორმაციით, პროექტის დეტალების შეთანხმება ფეხბურთის ფედერაციასთანაც მოხდება.

სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და მისი დასრულება 2019 წლისთვის იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტადიონის პროექტზე კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა და 11 კონკურსანტიდან ერთი, ესპანური კომპანია შეირჩა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ კომპანიასთან ურთიერთობა გაწყდა. საფეხბურთო სტადიონი 8 ჰექტარზე განთავსდება.