Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბიძინა ივანიშვილი ეკონომიკურ ზრდაზე: 3 პროცენტი არ არის სახალისო

56841bb43aa70
BM.GE
30.12.15 21:51
1199
"2016 წელი ისევ რთული იქნება, 2017-დან დაიწყება აღმავლობა“, - აღნიშნულის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „2030“ განაცხადა.
 
"ეროვნული ბანკის ქმდება ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო თანმიმდევრული და დროული, თუმცა ეს არ არის ძირითადი სიმძიმე. ამის გათვლა ეხლა ძალიან რთულია და ეს პრობლემაც არ შეიძლება ძირითადად ეროვნულ ბანკს მივაწეროთ. 2016 წელი ისევ იქნება რთული, იმედი მაქვს 2017-დან დაიწყება აღმავლობის პერიოდი და საქართველო იქნება ლიდერი აღმავლობაში.

3 პროცენტი არ არის სახალისო, მაგრამ ნახეთ სხვის ფონზე, შარშან მეორე წელი, რომელიც მე ვთქვი - არათუ რეგიონში, ევროპაშიც პირველები ვიყავით. როდესაც რეგიონში კრიზისია ვერცერთი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული. როდესაც მსოფლიო კრიზისია, იქ ვერცერთი ქვეტანა ვერ არის სუპერწარმატებული. კრიზისი განიცადა საქართველომაც, მაგრამ აქ არის მთავრობის დანაშაული“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „2030“.