ბიძინა ივანიშვილი ახალი პრემიერის მთავარ გამოწვევად ეკონომიკას ასახელებს.
„უმთავრესი ამოცანა იქნება ის რომ გააღრმავოს წინსვლა ევროპისკენ. ძირითადი გამოწვევა, ეხლაც ჩემ დროსაც და კიდევ კვირიკაშვილის შემდგომაც ვარწმუნებ საზოგადოებას, - დარჩება ეკონომიკა. ჩვენ მოკლე დროში მოვახერხეთ და ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები ლამის ევროპას დავუახლოვეთ, ეკონომიკა ესე სწრაფად ვერ განვითარდება. დემოკრატიული ღირებულებები ძალიან დამოკიდებულია ეკონომიკაზე“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „2030“.