Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Bitfury-ს დამფუძნებელი: ერთი ქართველი სამ ისლანდიელზე სამჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს

567a7447852e6
ანა ცხოვრებოვა
23.12.15 14:03
1193
„საქართველოში ერთი ადამიანი სამჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე სამი - ისლანდიაში“, - აღნიშნულის შესახებ კომპანია Bitfury-ს დამფუძნებელმა, ვალერი ვავილოვმა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას განაცხადა. ვავილოვი ამბობს, რომ კომპანია გლდანში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გაფართოვებასაც აპირებს.

"ისლანდიის დატაცენტრი გორის დატაცენტრს სიდიდით ორჯერ ჩამოუვარდება და აქაური დატაცენტრის მომსახურების ღირებულება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ისლანდიაში. თუნდაც სამუშაო ძალის ანაზღაურება. თანაც, ხანდახან ვადარებ ხოლმე და შემიძლია ვთქვა რომ საქართველოში ერთი ადამიანი სამჯერ უფრო ეფექტურად მუშაობს ვიდრე სამი - ისლანდიაში.

დიახ ვფიქრობ ეს მოიზიდავს საქართველოში დამატებით ინვესტიციებს. საქართველო კარგი ქვეყანაა, აქ ძალიან კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოა და პერსონალი იაფი ღირს. ბიზნესის ეფექტიანობის თვალსაზრისით ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, სადაც ოპერაციები გვაქვს მე საქართველოს პირველ ადგილზე დავაყენებდი. ამჟამად ბევრი მაღალტექნოლოგიური კომპანია ეძებს ახალ ქვეყნებს, განსხვავებულ ადგილებს. დღეს შესაძლებლია ყველაფრის დისტანციურ რეჟიმში მართვა ინტერნეტის გამოყენებით. რაც შეეხება გლდანში თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, ვგეგმავთ მის გაფართოებას. რეალური ინტერესი სხვა კომპანიებისგან, რომლებსაც უნდათ თავისი ბიზნესის განთავსება ამ ზონაში, არის, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. ვფიქრობ, ამას დრო დასჭირდება, თუმცა არც ძალიან ბევრი. საბოლოო ჯამში, ვიმედოვნებ სხვა კომპანიებსაც მალე ვიხილავთ გლდანში", - განაცხადა ვავილოვმა.

სრულ ინტერვიუს Bitfury-ს დამფუძნებელთან დღის განმავლობაში შემოგთავაზებთ.