03.Dec.2015 13:04
Business

ბიზნესი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას არ იზიარებს და ხელისუფლებას კონსულტაციებს სთხოვს

ბიზნესი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას არ იზიარებს და ხელისუფლებას კონსულტაციებს სთხოვს
მთავრობის ინიციატივით, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაცია აიკრძალება. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე დამატებითი გადასახადებისა და ახალი რეგულაციების შემოღება არ იგეგმება. ცვლილებები არც მარჯვენასაჭიანი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვას გულისხმობს. მფლობელებზე, რომლებსაც მსგავსი ავტომანქანები უკვე რეგისტრირებული აქვთ, შეზღუდვა არ გავრცელდება. აკრძალვა ასევე არ ეხება ტრანზიტს, დროებითი შემოყვანის რეჟიმს, რეექსპორტსა და იმპორტს.
 
კომპანია "ავტობანის" ლოჯისტიკური ცენტრის დამფუძნებელი, ბაკურ ხუნდაძე "ბიზნესკონტაქტთან" ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციის მიღება საქართველოში სწორი არ იქნება. მისივე თქით, რა არგუმენტზე დაყრდნობით მოხდა კანონის მიღება მისთვის უცნობია.

"მიჩვეულები ვართ, იმას რომ კანონს ვინც წერს ის საერთოდ მოწყვეტილია მოსახლეობას, არანაირი კავშირი არ აქვს იმ ადამიანებთან, ვისთვისაც ამ კანონს წერსენ. რაზე დაყრდობით მოხდა ამ კანონზე შეთანხმება არ ვიცი. ეს ისევ კაბინეტებიდან დანახული სამყაროა. მიმაჩნია რომ არ არის სწორი ამ ეტაპზე ამ რეგულაციის საქართველოში მიღება. ჩემი ბიზნესისთვის ეს შესაძლებელია შესანიშნავი იყოს, რადგან მომრავლდება 20 წელზე ზევით მანქანები საქართველოში და მოქალაქეებს მომსახურებაზე მეტი თანხის გაღება მოუწევს. ეს მე მაწყობს, მაგრამ ქვეყანას მგონი არ უნდა აწყობდეს“, - აცხადებს ხუნდაძე.

კომპანია "კავკასიის ავტოიმპორტის" გენერალური დირექტორი, გიორგი სუპატაშვილი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საქართველოში ევრო 4-ის სტანდარტი შემოვა, რაც აზერბაიჯანში ავტომობილების რეექსპორტს გაზრდის.

"ნებისმიერი აკრძალვის წინააღმდეგი ვართ, რომელიც ბიზნესს აზიანებს, მაგრამ, ამ შემთხვევაში ეს შეიძლება ბიზნესისთვის დამაზიანებელი იყოს მოკლევადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში მომგებიანი იქნება ბიზნესისთვისაც და ქვეყნისთვისაც. უფრო მტკივნეული გზით წავიდა ხელისუფლება, ჩვენ გვქონდა მარტივი გზის შეთავაზებები.

პირველ რიგში ხელისუფლებამ უნდა ახსნას ამ ნაბიჯს რატომ დგავს და რატომ ხდება აკრძალვა მარჯვენასაჭიანების. რაოდენობის გამო ხდება ეს თუ საფრთხის? საფრთხე ასევე არს 1980-85 წელს გამოშვებული ოპელიც. ასე რომ უნდა ახსნან რატომ კრძალავენ მხოლოდ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს. ყველაზე კარგი გამოსავალი "ევრო 4" სტანდარტის შემოღება იქნებოდა. ეს ბაზარსაც წაახალისებდა, აზერბაიჯანის ბაზარიც გაცოცხლდებოდა, რომელიც სწორედ "ევრო 4" სტანდარტის შემოღების გამო ჩაიკეტა. თუ ჩვენ ევრო 4-ის სტანდარტს შემოვიღებთ, ჩვენთან ავტომობილები შემოვა იმ სტანდარტის, რომლის გადაყიდვაც აზერბაიჯანში იქნება შესაძლებელი. აუცილებელია ხელისუფლებამ დაითვალოს, ეკონომიკურად რამდენად მომგებიანია და სასურველია ბიზნესთან ერთად ეს კონსულტაციები გაიაროს. ესეთი ცუდი გზით არ უნდა იაროს ხელისუფლებამ, რასაც ქვია რაღაცის აკრძალვა. ", - აცხადებს გიორგი სუპატაშვილი.



08.Apr.2019 17:15
155

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
330

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
558

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
506

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
248

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
331

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More