Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Bloomberg: თურქეთის საბანკო სექტორში სიტუაცია უარესდება

56dd16e3588d1
BM.GE
07.03.16 09:49
1206
თურქეთის საბანკო სექტორში სიტუაცია უარესება, - წერს Bloomberg-ი Bank of America Merrill Lynch-ზე და Commerzbank-ზე დაყრდნობით, რომლებიც მიანიშნებენ, რომ დაუბრუნებელი კრედიტების წილი ქვეყანაში 3,18%-მდე გაიზარდა და ეს რიცხვი ბოლო 5 წლის მაქსიმალური მაჩვენებელია. კრიზისული პერიოდის მიზეზებს შორის რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო, ტუსისტების რაოდენობის კლებაც სახელდება.

"არ ვთვლი, რომ ქვეყანში სიტუაცია კონტროლს გასცდა, მაგრამ რუსული სანქციების გავლენა, ტურისტულ სექტორს ურტყამს, ფონდების ხარჯების ზრდა და ვალუტის გაუფასურება კორპორატიულ სექტორზე გავლენას ნამვილად ახდენს", - თვლის დუბაის Commerzbank-ის ანალიტიკოსი აპოლოს ბანტისი. 2016 წლის დასაწყისში, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა თურქეთში 1,5 მილიარდი ლირა იყო (514 მილიონი დოლარი) რაც მთლიანი სესხების 60 პროცენტს შეადგენს.

"თუ პრობლემური სესხების მოცულობის ზრდა გაგრძელდება, ეს ნეგატიურად აისახება საბანკო სექტორზე", - ამბობს BGC Partners-ის ანალიტიკოსი, კარდას დოგანი.