Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

რამდენად ასრულებენ რუსთავში მდებარე საწარმოები გარემოსდაცვით ვალდებულებებს?

BM.GE
30.06.23 23:45
85
„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის“ მოთხოვნებს ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 50 საწარმოდან მხოლოდ ნახევარი აკმაყოფილებს. ეს ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნინო თანდილაშვილის ანგარიშში გვხვდება, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად გაწეულ სამუშაოებს ეხებოდა. ანგარიშში წერია, რომ 2020 წელს ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით სამოქმედო გეგმა შემუშავდა, როგორც მინისტრის მოადგილის ანგარიშშია ნათქვამი გეგმა 87%-ით შესრულდა. მისი განმარტებით, რუსთავში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის პარალელურად გარემოს დამცველი ნინო ჩხობაძე აცხადებს, რომ გეგმის 87%-იანი შესრულება კი რეალურია, თუმცა ეს იმიტომ რომ სამოქმედო გეგმამ თავის დროზე რუსთავს ისედაც დაბალი მაჩვენებლები დაუწესა. მისი თქმით, რეალურ ხელშესახებ ცვლილებებამდე ჯერ კიდევ შორია.