Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შეიძლება თუ არა წელს საქართველოში შავ ზღვაზე დასვენება? რა შეცვალა კახოვკის კაშხლის აფეთქებამ

BM.GE
19.06.23 11:04
342
კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების გამო, შავი ზღვის მარილიანობა მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შტაბი ავრცელებს. ტესტების შედეგების მიხედვით, ოდესასთან ახლოს, ზღვის მარილიანობა თითქმის სამჯერ შემცირდა, რაც კაშხლის განადგურების გამო ზღვაში მტკნარი წყლის შესვლით იხსნება.

რუსეთის მიერ კაშხლის განადგურებით გამოწვეული ტექნოგენური კატასტროფა შავი ზღვის რეგიონს გრძელვადიანი გამოწვევებითაც ემუქრება. შექმნილია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე და ინფექციების მატების რისკი, რის გამოც წლევანდელ სეზონზე კითხვები იმასთან დაკავშირებით რამდენად უსაფრთხოა შავ ზღვაში ბანაობა ყველა მხრიდან ისმის. რამდენად რეალისტურია ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურების საფრთხე შავ ზღვაში და რა რეკომენდაციები არსებობს წლევანდელ სეზონზე?

სტუმარი: ნინო ჩხობაძე - საქართველოში მწვანეთა მოძრაობის დამფუძნებელი;