Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

„სილქ დეველოპმენტის“ მიმდინარე პროექტები აჭარის რეგიონში

BM.GE
13.06.23 19:10
101
„სილქ დეველოპენტმა“ საქართველოს ზღვისპირეთში საცხოვრებელი ბინების პირველ პროექტი „ბოტანიკოს“ მშენებლობა დაასრულა. პროექტი მართვაში „სილქ ჰოსფითალითის“ გადაეცა, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ სასტუმრო და გასართობ ობიექტებს მართავს. „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისთვის“ საცხოვრებელი ბინების დეველოპმენტის მიმართულებით პირველი პროექტია, რომლის განხორციელება 2021 წელს დაიწყო. კომპლექსი 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება, სადაც სმარტ სისტემებით აღჭურვილი 81 ბინაა განთავსებული. 1.5 ჰექტარზე გადანაწილებული სივრცე ბათუმიდან 9 კმ-ითაა დაშორებული და სრულფასოვანი განტვირთვისთვის ყველა ელემენტს აერთიანებს, როგორიცაა: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეები, ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებადი საცურაო აუზი, ბარ-რესტორანი, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები და რაც მთავარია, ახლოს მდებარე სანაპირო და ბათუმის ბოტანიკური ბაღი.

„ბოტანიკოს“ გარდა კომპანიას არაერთი საინტერესო პროექტი აქვს დაგეგმილი, რომელთა შორის არის მაგ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ტელეგრაფი“. ყოფილი ფოსტის შენობაში რადისონ ქოლექშენის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო ორი უდიდესი ბანკის - თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მოეწყობა.

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - "სილქ დეველოპმენტის" ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორი;