Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოლნისში შაქრის გადამამუშავებელ ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია "გარაგაია" ააშენებს

56c1690d382d9
თამუნა ქემერტელიძე
15.02.16 09:52
2821
ბოლნისში შაქრის გადამამუშავებელ ქარხანას აზერბაიჯანული კომპანია "გარაგაია" ააშენებს, - ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ქვემო ქართლის გუბერნატორმა განუცხადა. თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში პაატა ხიზანიშვილი აცხადებს, ქარხნის მშენებლობის გაჭიანურება, მიწასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა გამოიწვია.
 
"ბევრი პრობლემა შეგვხვდა, რადგან ეს ბოლნისის რაიონია, 2011 წელს მთელს რაიონზე მადანის მოპოვების ლიცენზიაა გაცემული. ხოლო ნებისმიერ მიწაზე კატეგორიის შეცვლა პრობლემებთან და გარკვეულ დროსთანაა დაკავშირებულია. ის მიწაც, რომელზეც გადამამუშავებელი ქარხანა უნდა აშენებულიყო ასეთი აღმოჩნდა, ინვესტორმა ამის გამო დიდი დრო დაკარგა. ამ კვირაში უნდა დასრულდეს მიწის კატეგორიის ცვლილების პროცესი, სასოფლო-სამეურნეო მიწა გადაიქცევა არასაოფლო -სამეურნეო მიწად, ამის შემდეგ მოხდება განკარგულების გაცემა და შესაბამისი ნებართვებიც გაიცემა", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე 30 მილიონ დოლარის ინვეტიცია გახორციელდება და აღნიშნული თანხა გადამამუშავებელ ქარხნის მშენებლობას მოხმარდება. საბოლოო ჯამში კი ინვესტორი 130 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას გეგმავს.

"გადამამუშავებელი ქარხანის გარდა იქნება ქარხანა, რომელიც ნარჩენებისგან სპირტს გამოხდის, ასევე აშენდება ქარხანა რომელიც დაამუშავებს და დაამზადებს საკვებს საქონლისთვის. იქნება ფერმებიც, ანუ ეს უნდა იყოს უდანაკარგო წარმოება", - აცხადებს ხიზანიშვილი.

მისივე თქმით, კომპანია კერძო პირების მიწებს გამოიყენებს და სულ ქარხანა 10 ჰექტარ მიწაზე განთავსდება. ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში გუბერნატორი აცხადებს, კლასიკური გაგებით ეს არ იქნება აგარის ქარხანის მსგავსი და მისი ძირითადი მიმართულება ჭარხლის გადამუშავებ იქნება.

შეგახსენებთ, რომ შაქრის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებელობას წარმოშობით ბოლნისელი, აზერბაიჯანში მოღვაწე ბიზნესმენი, ინგლისელ პარტნიორებთან ერთად გეგმავს, თუმცა ქვემო ქართლის გუბერნატორი მათი ვინაობის დასახელისგან ამ ეტაზე თავს იკავებს.