Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბოლო 2 წელში, ნავთობისა და გაზის კომპანიების ობლიგაციების მფლობელებმა, $150 მილიარდი დაკარგეს

56f14710821c3
BM.GE
22.03.16 17:21
1039
Financial Times-ის ინფორმაციით, 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული უმსხვილესი ნავთობისა და გაზის კომპანიების ობლიგაციების მფლობელებმა, სულ მცირე 150 მლრდ აშშ დოლარი დაკარგეს. Financial Times-ი წერს, რომ ამ დროის განმავლობაში, 300 უმსხვილესი კომპანიის კაპიტალიზაცია 39%-ით, 2,3 ტრილიონი აშშ დოლარით შემცირდა. გამოცემა წერს, რომ შედეგის მიზეზი ნავთობის სწრაფი გაიაფებაა. 2014 წელთან შედარებით, შავი ოქროს ფასი 65%-ით შემცირებულია. ნავთობის ფასი ბოლო დღეებში შედარებით გაიზარდა, თუმცა ზრდა განსაკუთრებით რადიკალური არ არის.