Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველად, აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა

5672681d4db75
BM.GE
17.12.15 11:43
1304
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, პირველად თითქმის ათწლეულის მანძილზე, საპროცენტო განაკვეთები გაზარდა და ამით აჩვენა, რომ აშშ-ის ეკონომიკამ მეტწილად გადალახა 2007-2009 წლების ფინანსური კრიზისით გამოწვეული პრობლემები.
 
როგორც Reuters წერს, აშშ-ის ცენტრალური ბანკის ღია ბაზრებზე ოპერაციების კომიტეტმა 2-დღიან სხდომაზე, 14-15 დეკემბერს, საბაზისო განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 0–0,25%-დან 0,25–0,5%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლოს, აშშ-ის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა 2006 წელს გაამკაცრა.

"კომიტეტმა ჩათვალა, რომ სიტუაცია შრომის ბაზარზე წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და საკმარისად დარწმუნებულია იმაში, რომ ინფლაცია საშუალოვადიან პერსპექტივაში 2%-მდე დაჩქარდება“, - ნათქვამია 2-დღიანი სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. ცენტრალურმა ბანკმა მიუთითა, რომ ძირითადი განაკვეთის გაზრდა, მხოლოდ დასაწყისია მონეტარული პოლიტიკის „ეტაპობრივი“ გამკაცრებისა და მომდევნო გადაწყვეტილებების მიღებისას, კომიტეტი დააკვირდება ინფლაციას, რომელიც ახლა ორიენტირზე დაბალია. კომიტეტის უახლოესი სხდომები 26-27 იანვარს და 15-16 მარტს არის დანიშნული.