Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

BP მექსიკის ყურეში დაღვრილი ნავთობის გამო, 20 მილიარდ დოლარს გადაიხდის

5703a7bf2a3bf
BM.GE
05.04.16 15:53
1170
NBC News-ის ინფორმაციით, აშშ-ს მთავრობასა და ბრიტანულ BP-ის შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც 2010 წელს მექსიკის ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გამო კომპანია 20 მილიარდ დოლარს გადაიხდის, სასამართლომ მისაღებად სცნო. შტატების გენერალური პროკურორის ინფორმაციით, BP-ზე დაკისრებული გადასახადი მის მიერ მიყენებული ზარალის ადექვატურია.

სასამართლო გატაწყვეტილებას კომპანია არ აპროტესტებს. მას დასახელებული თანხის გადახდა 16 წლიან ვადაში მოუწევს.

აფეთქება მექსიკის ყურეში მდებარე ნავთობპლატფორმაზე 2010 წლის აპრილში მოხდა, რომელსაც 11 ადამიანი ემსხვერპლა, 5 მლნ ბარელი ნავთობი კი წყალში ჩაიღვარა.