2017 წლის 8 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ განიხილა „ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის“ (British American Tobacco Georgia Limited) , ,,ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმიტედის საქართველოს თბილისის წარმომადგენლობისა“ და შპს ,,თ&რ დისტრიბუშენის“ სააპელაციო საჩივრები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, უცხოურ კომპანიებს დაკისრებული ჰქონდათ ზიანის ანაზღაურება 100.537.172 აშშ დოლარის ოდენობით შპს „ოჯთ“-ს სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით, მათ ასევე აეკრძალათ არ მოეხდინათ პროდუქციის რეალიზაცია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც უცხოური საწარმოები გათავისუფლდნენ ას მილიონზე მეტი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან, ასევე მოეხსნათ აკრძალვა პროდუქციის რეალიზაციის ფასის განსაზღვრის შეზღუდვის თაობაზე.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ "ფილიპ მორისისა" და "ბრიტიშ ამერიქან ტობაკოს" წინააღმდეგ დაახლოებით 90-მილიონიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 10 თებერვალს გამოიტანა. მომჩივანი მხარეები ქართული კომპანიები "თბილისის თამბაქო" და "ო-ჯი-თი" იყვნენ.ქართულმა სიგარეტის მწარმოებელმა კომპანია "ოჯითიმ" საერთაშორისო კომპანიას სწორედ "თამბაქოს შესახებ კანონის" მე-5 მუხლის დარღვევისთვის უჩივლა სასამართლოში. შედეგად, British American Tobacco-ს დაეკისრა 100 537 172 დოლარის ჯარიმა.
See all the news
All
Gold is shining in the new geopolitical world
JSC “Rustavi Azot” was sold
We Are Creating An Innovative Co-Working Space In Tbilisi - Sergi Gvarjaladze
The Rich Often Enjoy Tax Break - Deputy Minister
Israel Got Acquainted With The Business Tourism Potential Of Georgia
Kettari Foundation became a partner of DATAFEST this year
Tata Power’s CEO Pays Visit to BMG
NEQSOL Holding has won defamation case against Communications Commission
Trip.com says China hotel bookings are surpassing pre-pandemic levels
Europe's largest crypto exchange WhiteBIT has partnered with Netflix
Interview with Albert Park, ADB’s Chief Economist - By Elene Kvanchilashvili, Forbes Georgia Executive Editor in Chief
Interview with #EBRD President Odile Renaud-Basso by Giorgi Isakadze, Editor in Chief of Forbes Georgia
Investigation Service detained two persons of the fact of evading a particularly large amount of tax
This year, the VIII international literature festival Odesa will be held in Batumi
Georgian Commercial Banks Boost Business loan portfolio for large enterprises
High blueberry exports from Georgia In July
#ForbesTalks - ინტერვიუ გიორგი ჯახუტაშვილთან / 10.08.2022
#ბარი: საუბრები წარმატებაზე ბარში - გიორგი ქადაგიძე, რევაზ ვაშაკიძე და გიორგი ისაკაძე - VII გადაცემა / 06.08.2022
#BMGDRIVE:„ადამიანები ვისაც ემუშავები მალე იცვლებიან, თანამდებობებს ტოვებენ - ეს პრობლემაა“ - მევლუდ მელაძე
#საქმიანები: მაია კეზევაძის ნამდვილი იმერული ესკიზები