ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის ზარალი მინიმუმ 4 მილიარდი ევროა, - განაცხადა ING-ის მთავარმა ეკონომისტმა ბანდენ ხაუტემ ბელგიურ გამოცემა Het Nieuwsblad-თან ინტერვიუში.
"თუ ტერორისტული მუქარა გაგრძელდება ან ახალი შეტევა განხორციელდება, მაშინ ზარალის ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება", - განაცხადა მან. ამავე დროს ზარალის მთავარი წილი იმ ხარჯებზე მოდის, რომელიც უსაფრთხოების ზომებს უკავშირდება და ასევე ბრიუსელის აეროპორტის დახურვას, - ბრიუსელის აეროპორტის ყოველი გაუქმებული სამუშაო დღე 10 მილიონი ევროს დანაკარგს უდრის.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს, გამთენიისას ტერორისტების ჯგუფმა ბრიუსელში ტერორისტული აქტები განახორციელა რომლის შედეგადაც ამ დროის მონაცემებით 34 ადამიანი დაიღუპა.