Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Brown Forman-მა ქართულ კომპანიას საკუთარი პროდუქციის რეალიზება სასამართლოს ძალით აუკრძალა

5714791144c4c
BM.GE
18.04.16 10:01
1494
მსოფლიოში სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია BROWN FORMAN ქართულ კომპანიას "დრანქ ოქტოპუსის" (Drunk Octopus) საკუთარი პროდუქციის რეალიზება სასამართლოს ძალით აუკრძალა. კერძოდ, აკრძალვას დაექვემდებარა ორი ბრენდის JACK DANIELS-ის და FINLANDIA-ს დისტრიბუცია. ამასთან, კომპანიამ ქართული სასამართლოს დახმარებით მოახერხა და რეალიზაციასთვის გამზადებული ნახევარი მილიონი ლარის დეკოდირებული საქონელი დააყადაღა.

საქართველოს მთავრობის №441 დადგენილების მიხედვით, ეტიკეტზე სავალდებულოა სურსათის წარმოშობის ქვეყნის აღნიშნვა, ასევე მწარმოებლის, დამფასოებლის, დისტრიბუტორის, იმპორტიორის ან ექსპორტიორის დასახელების, მისამართის, პარტიის აღნიშნვა.

ამ დადგენილების გამოცემას კი ითვალისწინებს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი. შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აკრძალულიყო "დრანქ ოქტოპუსის მიერ" არაკოდირებული საქონლის რეალიზაცია, რაც აპრობირებული მეთოდია საერთაშორისო კომპანიების მიერ საკუთარი პროდუქციაზე სამარკო ნიშნის დასაცავად და მომხმარებელზე ზრუნვის კუთხით.