Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბრუნო ბალვანერა: ლარის მიმართ ნდობის გასამყარებლად დროა საჭირო

56bda635458d5
BM.GE
12.02.16 13:28
1149
„საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მარტივი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი". საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრისას, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ მთავარი პრობლემა დოლარში არსებული ვალდებულებებია.
 
"თქვენ იძულებული ხართ რეგიონის რეალობას მოერგოთ. თუმცა ვალუტის გაუფასირებას თავისი დადებითი მხარეებიც გააჩნია. ეს ზრდის ექსპორტის კონკურენტუნარიანობას.

სამწუხაროდ, ნეგატიური ფაქტორი დოლარში აღებული ვალდებულებებია. ეს მსესხებლისთვისაც და ბანკებისთვისაც მძიმე ტვირთია. რაც შეეხება დოლარიზაციას, იმისთვის, რომ ბანკებმა სესხები ლარში გასცენ, ამისთვის მათ საჭირო მოცულობის ლარი უნდა ჰქონდეთ. პრობლემა იწყება იქიდან, რომ ადამიანები თანხას დოლარში ინახავენ.

საქართველოში ადგილობრივი ვალუტის ნდობა დაბალია. ჩვენც ვცდილობთ რომ დოლრიზაციის 70 პროცენტიანი ნიშნული 40-50 ნიშნულზე დავიყვანოთ. აღნიშნული ციკლი ყველა განვითარებად ქვეყანას გავლილი აქვს. საქართველო არ განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან. იმისთვის, რომ ადგილობრივი ვალუტის მიმართ ნდობა გამყარდეს დროა საჭირო", - განაცხადა ბალვანერამ.