Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ბრუნო ბალვანერა: საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონში საუკეთესოდ არის აღიარებული

56bde48ef36ac
BM.GE
12.02.16 17:54
1532
"საქართველოს ეროვნული ბანკი, საკმაოდ დახვეწილ ზედამხედველობის პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, რეგიონალურმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ. მისი თქმით, "იბიარდი" სებ-ის გადაწყვეტილებას, არ დახარჯოს რეზერვები კურსის შესანარჩუნებლად, სწორად აფასებს.
 
"საქართველოს ეროვნული ბანკი "იბიარდისა" და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ბანკი რეგიონში. საქართველოს ეროვნული ბანკი, საკმაოდ დახვეწილ ზედამხედველობის პოლიტიკას ატარებს და ფაქტიურად სანიმუშო გახლავთ.

"იბიარდის" მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბანკმა არ გადაწყვიტა რეზერვების დახარჯვა კურსის შესანარჩუნებლად.

რეზერვებით დროდადრო უნდა მოხდეს დაბალანსება, მაშინ, როდესაც ლარზე სპეკულაციური შეტევა მიმდინარეობს. ეს უნდა იყოს დაახლოებით 30-40 მილიონიანი ინტერვენცია", - განაცხადა ბალვანერამ.