Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Brussels Airlines-მა აეროპორტის დახურვის შემდეგ, ერთი დღე-ღამის ზარალი 5 მილიონ ევროდ შეაფასა

56fbc7bdb01f8
BM.GE
30.03.16 16:30
1069
Le Soirის ინფორმაციით, ავიაკომპანია Brussels Airlines-მა ბრიუსელის აეროპორტის დახურვის შემდეგ, ერთი დღე-ღამის ზარალი 5 მილიონ ევროდ შეაფასა. Brussels Airlines-ის წარმომადგენელი ვენკე ლემი სიტუაციას ახასიათებს როგორც, "ყველაზე დიდ კრიზისს", რომელიც ავიაკომპანიის ისტორიაში ყოფილა, ამასთან მან აღნიშნა, რომ კომპანია აეროპორტის უსწრაფესი გახსნის მომხრეა. აეროპორტი 22 მარტიდან იყო დახურული, მას შემდეგ რაც ბელგიის დედაქალაქში ტერაქტების სერია განხორციელდა, რომლის დროსაც აეროპორტის სარეგისტრაციო ნაწილში 2 აფეთქება მოხდა. აეროპორტი ნაწილობრივ 30 მარტიდან გაიხსნა.
 
ავიაკომპანია Brussels Airlines 2002 წელს შეიქმნა. მისი ფლოტი Airbus-ის 46 ავიალაინერისგან შედგება.