საუკეთესო კერძები, რომელშიც ყველია გამოყენებული, - ამ სათაურით სტატიას Businessinsider აქვეყნებს.
გამოცემამ მსოფლიოს 19 ქვეყნიდან საუკეთესო კერძები შეარჩია, მათ შორის მოხვდა აჭარული ხაჭაპურიც, რომელსაც გამოცემა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კერძს უწოდებს.
გამოცემის რეიტინგში მოხვდა, არგენტინული, ესპანური, დანიური კერძები. ასევე ამერიკული სენდვიჩი, ბრაზილიური ყველის როლი და კანადური კარტოფილის კერძი.