Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

პირველი რეფერენს ლაბორატორია საქართველოში

BM.GE
03.04.23 13:19
157
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია საქართველოში პირველია, რომელსაც რეფერენს ლაბორატორიის სტატუსი მიენიჭა. 8 წლიანი მუშაობის შემდეგ ლაბორატორიის ქსელში რეფერენს კვლევების ჩატარება სამი ძირითადი მიმართულებითაა შესაძლებელი, ესენია სურსათის კვლევა, ცხოველთ დაავადებებისა და მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა. რეფერენს ლაბორატორიის სტატუსის ქვეშ მოიაზრება იმ უფლებამოსილების მქონე ლაბორატორია, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებული ნიმუშის რეფერენტულ ლაბორატორიულ გამოცდას ატარებს. რას ცვლის რეფერენს სტატუსის ლაბორატორიის ქონა ბიზნესისთვის და რა გავლენა ექნება მას ექსპორტის ზრდაში?

სტუმარი: სოლომონ პავლიაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;