Home
Category
TV Live Menu
Loading data...

China Nuclear 23rd Company-ი საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტირებას სექტორში გეგმავს

56b368357f146
BM.GE
04.02.16 19:01
1077
საპარტნიორო ფონდის აღმასრულბელი დირექტორი დავით საგანელიძე China Nuclear 23rd Company-ის დირექტორს ვანგ ხუ-ს შეხვდა. შეხვედრაზე China Nuclear 23rd Company-ის ხელმძღვანელმა სხვადასხვა პროექტებში ჩართულობისთვის მზაობა გამოთქვა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრესპექტივებზე ისაუბრეს. China Nuclear 23rd Company-ი ინვესტირებას საქართველოს ენერგო სექტორში, ლოჯისტიკის სფეროსა და წარმოების სექტორში გეგმავს. ჩინური კომპანია მზად არის კონკრეტულ პროექტებში ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, China Nuclear 23rd Company-ს უკვე აქვს გამოცდილება საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კერძოდ, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინირებით, აღნიშნული კომპანია რუისი-აგარის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს.

China Nuclear 23rd Company-ამ საპარტნიორო ფონდის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მხარები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.