Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთიდან ექსპორტი ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა

57108266dca51
BM.GE
15.04.16 09:53
1073
ჩინეთიდან ექსპორტი ბოლო 9 თვის განმავლობაში პირველად გაიზარდა. ჩინეთის საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარტში ზრდამ 11,5% შეადგინა. ასეთი მაჩვენებელი გასული წლის თებერვლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ქვეყნის ექსპორტზე გავლენა იქონია დაბალმა საბაზო ეფექტმა და სეზონურობამ - ახალი წლის აღნიშვნის გამო თებერვალში აქტივობა ძალიან დაბალი იყო. ექსპერტების მეორე ნაწილი კი აღნიშნავს, რომ მონაცემები მსოფლიოში მეორე ეკონომიკის სტაბილურობის მაჩვენებელია.