Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინეთის ბანკები კლიენტებთან სიცრუის უკონტაქტო დეტექტორებს იყენებენ

567d598ef307a
BM.GE
25.12.15 18:55
1564
ჩინეთის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის Bank of China, Agricultural Bank of China და China Consctruction Bank-ი კლიენტებთან ურთიერთობისას სიცრუის უკონტაქტო დეტექტორებს იყენებენ. როგორც მოწყობილობის შემქმნელმა განმარტა, ეს არის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია ადამიანის მიკრომიმიკების ანალიზთან ერთად, კანის ფერი, გულისცემა, სუნთქვის აქტიურობა, ხმა, სახის თერმული მდგომარეობა და სხვა ფიზიკური პარამეტრები დაადგინოს. მოწყობილობას თან ახლავს ვიდეოკამერა, რომელსაც გარჩევადობის მაღალი უნარი გააჩნია. ტრადიციული პოლიგრაფისგან განსხვავებით, ახალი ტექნოლოგიების მოწყობილობის მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამის ძირითადი მიზეზი ის არის რომ აპარატის მართვა დისტანციიდან ხდება და გამოცდის ობიექტს ეჭვიც კი არ უჩნდება რომ მას ამოწმებენ.

მოწყობილობის ბანკებში დამონტაჟებამ, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ახალი ტექნოლოგიის ფინანსურ სფეროში დანერგვა მარკეტინგის გაუმჯობესებას, ეფექტურობის გაზრდას და უსაფრთხოებას ემსახურება, - ამბობს ექპერტთა ნაწილი როელიც ახალი სისტემის მომხრეა.მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დეტექტორი მომავალში სპეცსამსახურებს დაეხმარება და მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება განათლების,უსაფრთხოების და მედიცინის სფეროებშიც.