Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩქაროსნულ მონაკვეთზე 55 ახალი ხიდი შენდება

5677e27e28273
BM.GE
21.12.15 15:27
1198
პრემიერ-მინისტრი მთავრობის სამწლიანი საქიანობის ანგარიშის საქმიანობის შეფასებისას ქვეყნის ინფრასტრუქტურულ ნაწილსაც შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან, 6 წლის თავზე 68 კილომეტრი გზა დაიგო, ხოლო ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღრემდე კი 96 კილომეტრი გზაა დაგებული.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზების, ხიდების, საწარმოების და საცხოვრებელი სახლების აღდეგანა და მშენებლობა. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე დაიგო 68 კილომეტრი გზა. ჩვენი ხელისუფლების დროს, მხოლოდ სამ წელიწადში დაიგო 96 კილომეტრი გზა, აღვადგინეთ 800-ზე მეტი კილომეტრის გზა, აშენდა 67 ახალი ხიდი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 ხიდს, ასევე ჩქაროსნულ მოანკვეთზე დღეის მდგომაეობით 55 ხიდი შენდება“- აცხადებს ღარიბაშვილი.