Home
Category
TV Live Menu
Loading data...

თაფლის მწარმოებლები ექსპორტის შემცირებას ვარაუდობენ - მიზეზები

BM.GE
18.07.23 10:41
48
2023 წელს თაფლის მწარმოებლები საქართველოდან ევროპაში, ასევე აზიაში გაზრდილი მოთხოვნის მიუხედავად პროდუქციის შემცირებული რაოდენობით ექსპორტს ვარაუდობენ, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული უამინდობა გახდა. ზოგიერთი კომპანიის წარმომადგენელი “საქმიან დილასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ უამინდობის ფონზე, შემცირებული წარმოება წელს ევროკავშირის ბაზრის ათვისების საშუალებას არ აძლევს და მხოლოდ ადგილობრივ გაყიდვებზეა ორიენტირებული. გართულებული ექსპორტი და შემცირებული თაფლის წარმოება - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რის წინაშეც ამ ეტაპზე თაფლის მწარმოებლები დგანან. შესაბამისად, კომპანიების წარმომადგენლები სამომავლო გეგმებს რთულად აწყობენ.