Home
Category
TV Live Menu
Loading data...

სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება სავარაუდოდ, გადავადდება

BM.GE
28.04.23 18:38
105
მაღალი რისკის შემცველი მსხვილი სამრეწველო საწარმოებისთვის გარემოს დაბინძურების რისკის წინსწრებით დაზღვევის ფინანსური მექანიზმის ამოქმედება შესაძლოა დროში გადავადდეს. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის შესახებ“ 2021 წელს მიღებული კანონის მიხედვით, სამრეწველო საწარმოებისთვის ფინანსური დაზღვევის მექანიზმის ამოქმედება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არის გათვალისწინებული, თუმცა როგორც ირკვევა არცერთი მხარე, ვინც ამ პროცესში მოიაზრება, ახალი რეგულაციების დასაკმაყოფილებლად მზად არ არის. მიღებული აქვს თუ არა სამინისტროს უკვე გადაწყვეტილება რეგულაციის ამოქმედების დროში გადავადებასთან დაკავშირებით?