Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ნარინჯისფერი რთველი აჭარაში

BM.GE
10.11.21 12:53
266
აჭარაში ნარინჯისფერი რთველი უკვე დაწყებულია და 250 ტონა ექსპორტზეა გასული, ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე აცხადებს. მისი თქმით, ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებთან ერთად წელს ქართული ციტრუსი შუა აზიაშიც გავა.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2021 წლის 1 სექტემბრიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 478 ტონა ექსპორტირებული მანდარინის ღირებულებამ 171 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით,

ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 100%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 54%-ით გაიზარდა.

2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი სომხეთში, რუსეთში , უკრაინასა და სლოვენიაში განხორციელდა.

სტუმარი: კახა შავაძე - “აჭარა ინვესტ გრუპი”, დამფუძნებელი.