Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ცნობილი სასტუმროების ქსელი Leonardo Hotels-ი საქართველოში შემოსვლით ინტერესდება

56c715e64ed87
ელენე გოგბერაშვილი
19.02.16 17:15
1075
საქართველოში შემოსვლით ცნობილი სასტუმროების ქსელი Leonardo Hotels-ი ინტერესდება. Leonardo Hotels-ის მფლობელს საქართველოში მომავალ თვეში ელოდებიან. როგორც "ბიზნესკონტაქტთან" საქართველო-ისარელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე აცხადებს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის გასაცნობად მომავალ თვეში თბილისში რამდენიმე ბიზნეს ჯგუფს ელოდებიან, მათ შორისაა Leonardo Hotels-ის მფლობელი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 40 სასტუმროს ფლობს.

"Leonardo Hotels" უმსხვილესი ებრაული ქსელის Fattal-ის შემადგენლობაში შედის. ეს არის სამ-ოთხ ვარსკვლავიანი სასტუმროები, რომლებში ცხოვრებაც 70-დან 400 ევრომდე ღირს.