Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

თურქეთის ეკონომიკური ზარალი - რა გავლენა ექნება საქართველოზე?

BM.GE
14.02.23 10:55
112
თურქეთში გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შედეგებით და მისგან გამოწვეული ეკონომიკური ზარალით ვაგრძელებთ ეთერს. დამანგრეველმა მიწისძვრამ თურქეთის 10 პროვინცია და 14 მილიონი მოქალაქე დააზარალა. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 35,000-ს აღწევს, თუმცა გაერო პროგნოზირებს, რომ კვირის ბოლომდე აღნიშნული მაჩვენებელი 50,000-მდე გაიზრდება.

თურქეთის სამეწარმეო და ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, სტიქიური უბედურებისგან მიღებული ზარალის მოცულობა 84 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 10%-ია. 

$70 მილიარდის ზარალი შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მოდის; $10 მილიარდი კი - ეროვნული საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაზე. 

რაც შეეხება ალტერნატიულ პროგნოზებს, Bloomberg-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, ზარალის მოცულობა თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 5.5%-ს მიაღწევს, ანუ ეკონომიკური ზიანი 40-50 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება. 

რა ხდება დღეს, რა სჭირდებათ მიწისძვრისგან დაზარალებულებს და როგორია სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს ჩართულობა, მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად?

სტუმარი: ოსმან თურანი - “ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე;