Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დაფინანსების მისაღებად, ბიზნეს იდეების რეგისტრაცია დღეიდან იწყება

56c16b6498cd0
BM.GE
15.02.16 10:07
3235
მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდი დღეიდან იწყება. როგორც მეწარმეორბის განვითარების ცენტრში აცხადებენ, ბიზნესიდეების რეგისტრაცია ვებგვერდზე www.qartuli.ge 31 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. ხოლო კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ. ამასთან ცენტრის ინფორმაციით, პროგრამისთვის პრიორიტეტული ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები იქნება.
 
რაც შეეხება კონკურსში მონაწილეობის წესებს, მასში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18 წლის ზემოთ პირს, რომელიც არ არის საჯარო მოხელე; დაინტერესებულ პირს განაცხადის შეტანის მომენტში არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე; მზად უნდა იყოს ბიზნეს იდეეების კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და მოიპოვოს სპეციალური დაბეგვრის სტატუსებიდან ერთერთი.

ამასთან, პროგრამა ითვალისწინებს ერთ მეწარმე სუბიექტზე დაფინანსების მაქსიმალურ თანხას 5000 ლარის ოდენობით, ორი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - არაუმეტეს 10 000 ლარისა, ხოლო სამი მეწარმე სუბიექტის გაერთიანების შემთხვევაში - 15 000 ლარს, ბენეფიციარისთვის გადაცემული თანხის მინიმუმ 20%-იანი თანხობრივი თანამონაწილეობით.

საქართველოში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო და მისი ბიუჯეტი 20 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ხანგრძლივობას ის 26 თვით განისაზღვრა. ამასთან, პროგრამა 2017 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს და მის ფარგლებში სულ 3000–მდე მეწარმის ხელშეწყობა მოხდება.