Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, - ქვეყანამ ელექტროენერგიის 42% ქარის ენერგიით მიიღო

569e2ee29cb2c
BM.GE
19.01.16 16:37
1471
დანიამ მსოფლიო რეკორდი დაამყარა, - გასულ წელს ქვეყანაში ელექტროენერგიის 42 პროცენტი ქარის ენერგიით იქნა გადამუშავებული. TheGuardian-ის ცნობით, აღნიშნული ციფრი მსოფლიოში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, ქარის სადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის მოცულობა დანიაში 3 პროცენტით გაიზარდა.
 
"დანია დანარჩენი მსოფლიოსთვის მაგალითია, ჩვენ გვაქვს მწვანე პოლიტიკა და უსაფრთხო ენერგომომარაგება განახლებადი ენერგიის წყაროებით", - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტმა.

რეკორდის დამყარების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2015 წელი დანიაში ქარიანი ამინდებით გამოირჩეოდა. დანიას 2050 წლისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის 50 პროცენტის ქარის სადგურებიდან მიღება სურს.