Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით ნარმანია: ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება

56d0533a0f7be
BM.GE
26.02.16 17:26
1114
ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა.
 
დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით რეფორმებს და პროექტებს ეკონომიკური განვითარების სამსახური გააგრძელებს.

"ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად რჩება, განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ სერვისების მიწოდებაზე, სერვისის მიწოდების პროცედურების გამარტივებაზე. არის სექტორები, რომელთაც ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ჭირდებათ. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, ეკონომიკურ სამსახურს ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური ერქვა. თუმცა, პოლიტიკას ეკონომიკის სექტორში ცენტრალური მთავრობა ატარებს. ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩვენს ეკონომიკურ სამსახურს ერქმევა ეკონომიკური განვითარების სამსახური და ის განახორციელებს ბიზნესის განვირთარებასთან დაკავშირებულ პროექტებს და პროგრამებს. კვლევის და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული უწყებები ერთ სამსახურში გაერთიანდეს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.