Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით ნარმანია კონტრაქტორ კომპანიებზე: იქნება ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები

568f8f88d641e
BM.GE
08.01.16 14:22
1018
თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიებზე კონტროლს გაამკაცრებს. როგორც დღეს მთავრობი სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ განაცხადა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გატარდება, როგორც ფინანსური, ასევე ადმინისტრაციული სანქციები.
 
"ჩვენ დედაქალაქში კონტრაქტორ კომპანიებთან მიმართებაში გავაძლიერებთ ზედამხედველობას. კომუნიკაციების სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები, რომლებიც ჩვენგან იღებენ ნებართვას ასევე სპეციალურ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან. გზებთან მიმართებაში იყო 2-3 კომპანია, რომელსაც შეექმნა მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და შესაბამისად დროულად ვერ დაასრულეს სამუშაოები.

იქნება როგორც ფინანსური სანქციები, ასევე ადმინისტრაციული სანქციები. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებდნენ ზედამხედველობას მოეკიდებიან უფრო მეტი პასუხიმგებლობით და მათზეც გავრცელდება შესაბამისი პასუხისმგებლობა", - განაცხადა ნარმანიამ.