"მილიონი ხის პროექტი ნამდვილად არ ჩაგვინაცვლებია ყვავილებით", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. ნარმანიას განმარტებით მილიონი ხიდან ამ ეტაპზე დედაქალაქში ნახევარ მილიონზე მეტი უკვე დარგულია.
"ძალიან აქტიურად ვზრუნავთ ქალაქის გამწვანებაზე. ჩვენ დამატებით პროგრამა გვაქვს სარეკრეაციო ტერიტორიებზეც. მაგალითად მოვიყვანდი პარკს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც აქტიურად მიდის გამწვანებითი სამუშაოები", - განაცხადა ნარმანიამ.