Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

წელს თხილის მოსავალი 5 000 ტონით გაიზრდება - ასოციაცია

BM.GE
31.05.23 10:32
47
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თხილის მოსავლიანობის 11%-ით ზრდას ელოდებიან. როგორც BM.GE-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, მიმდინარე წლის თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 5 000 ტონით მეტი იქნება. თხილის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანიები 2023 წელს პოზიტიურად აფასებენ, თუმცა მიაჩნიათ, რომ ხარისხის გაუმჯობესების პარალელურად მეტი შემოსავლიანობის მისაღებად, ფერმერებმა ერთ ჰექტარზე მოსავლიანობა უნდა გაზარდონ.