Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით ნარმანიამ მოადგილედ გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა

5697577b5ce02
BM.GE
14.01.16 12:06
1142
თბილისის მერმა დავით ნარმანამ მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა. გიორგი ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია. მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. იგი 1999 წლიდან მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

"გიორგი ლილუაშვილი გახავთ "ქართუ ჯგუფი"-ს წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხცადასხვა წამყვან თანამდებობებზე შპს „ბურჯში“, „ქართუ ჯგუფში“, „ქართუ მშენებელსა“ და ბანკ "ქართუ"-ში. მას გააჩნია ის უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს კარგ მენეჯერს. მინდა, წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად განვაგრძობთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთებას, რომლის შედეგიც ჩვენი დედაქალაქის - თბილისის განვითარება და წინსვლა იქნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ქალაქ თბილისის საკრებულოს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.