Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეკემბერში კომერციული ბანკების დაკრედიტება გაიზარდა

56a9a8751a629
BM.GE
28.01.16 09:33
1220
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 254.4 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.9 პროცენტით) და 2016 წლის პირველი იანვრისათვის 16.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 129.2 მლნ ლარით (2.3 პროცენტით), ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 125.2 მლნ ლარით (1.2 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.7 პროცენტი შეადგინა).
 
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.7 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 5.5 მლრდ ლარის (9.8 პროცენტით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 10.3 პროცენტით).

2015 წლის დეკემბრის განმავლობაში 2.1 პროცენტით ანუ 162.5 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 7.9 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.32 პროცენტი შეადგინა. გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.15 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.