08.Dec.2015 13:01
Business, EU Georgia

დემპინგის დადგენა კონკურენციის სააგენტოს დაევალება

დემპინგის დადგენა კონკურენციის სააგენტოს დაევალება
"ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსია „ბიზნესკონტაქტმა“ წინა კვირას მოიპოვა. დოკუმენტში წერია, რომ ამ კანონის მიზანი იქნება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილება. როგორც გასული კვირის ბოლოს გიორგი ისაკაძის „ბიზნესკონტაქტში“ ზურაბ ტყემალაძემ დაანონსა, მიმდინარე კვირიდან კანონპროექტის საჯარო განხილვები ბიზნესასასოციაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაიწყება.
 
კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განმარტებითი ბარათის მიხედვით მის შემუშავებაში სახელმწიფო, არასახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ექსპერტებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

კანონპროექტის თანახმად, საქონლის დემპინგური ფასით იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ანუ იმპორტის შეზღუდვის ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელიც კონკურენციის სააგენტომ უნდა ჩაატაროს. სააგენტოსთვის კი, შესწავლის დაწყების საფუძველს წარმოადგენს ადგილობრივი ინდუსტრიის წერილობითი განცხადება. რის შემდეგაც მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს თითოეული ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას. შესწავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 6 თვით. თუ დასტურდება, რომ შესწავლის ობიექტი ანუ იმპორტირებული საქონელი დემპინგურია და ის ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას, სააგენტო მთავრობას წარუდგენს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ. ამ უკანასკნელმა კი 30 დღის ვადაში უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

კანონპროექტის მიხედვით, დემპინგად ითვლება შესწავლის ობიექტის ადგილობრივ ბაზარზე განთავსება მის ნორმალურ ღირებულებაზე დაბალი ფასით. სამუშაო ვერსიაში ნორმალური ღირებულების ცნება განმარტებულია როგორც - ექსპორტიორ ქვეყანაში ადგილობრივი მოხმარებისათვის განკუთვნილი მსგავსი საქონლის ფასი ვაჭრობის ჩვეულებრივ პირობებში. კანონში ჩაწერილია ორი სახის ანტიდემპინგური ღონისძიება - პირველია წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფი, თუ კონკურენციის სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელია, რათა შესწავლის პერიოდში თავიდან იქნას აცილებული დემპინგური იმპორტით ადგილობრივ ინდუსტრიაზე ზიანის მიყენება. წინასწარი ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს წინასწარ გაანგარიშებულ დემპინგურ ზღვარს. ესაა სხვაობა ნორმალურ ღირებულებასა და საექსპორტო ფასს შორის გამოსახული პროცენტულ მაჩვენებელში საექსპორტო ფასთან მიმართებაში. რაც შეეხება სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობას, ისიც არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს. მისი შემოღების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობა მაქსიმუმ 5 წლის ვადით.



08.Apr.2019 17:15
155

The World Bank Lowers Forecast of Georgia's Economic Growth to 4.6%

More
04.Feb.2019 22:48
327

Russian communications giant VEON appoints Alex Kazbegi as Chief Strategy Officer

More
03.Feb.2019 19:03
557

Qatari marine company Milaha to launch container shipments in Black Sea, Poti

More
01.Feb.2019 16:33
503

Adjara Group plans to open a Rooms hotel in New York

More
25.Jan.2019 21:49
246

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More
25.Jan.2019 21:49
331

Nenskra HPP Project Investor Company’s CEO to Visit Georgia

More