Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეპუტატი, თემურ მაისურაძე საპარტნიორო ფონდს საკუთარ ბიზნესგეგმებს შესთავაზებს

56bf2e71a49e8
დავით ჯალაღონია
13.02.16 17:21
1105
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თემურ მაისურაძე საკუთარ ინოვაციურ პროექტებზე ბიზნესგეგმებს ამუშავებს.
 
თემურ მაისურაძე რკინიგზის ისრული გადამყვანების, ბუნებრივი აირისა და წყლის ავარიული ჩამკეტების, ასევე თბოსაიზოლაციო მასალა - თერმიზოლიტის გამომგონებელია. დეპუტატმა ამ პროდუქტების წარმოება საპარტნიორო ფონდს შესთავაზა, თუმცა მანამდე ბიზნესგეგმებს ამზადებს.

"ჩემი დაკვეთით ბიზნესგეგმებზე მუშაობა სავარუდოდ, 10 დღეში დასრულდება და შემდეგ საპარტნიორო ფონდს განსახილველად გადაეცემა. ფონდმა თავისი აზრი უნდა გამოთქვას და შემდეგ - პროექტები ინვესტორს შესთავაზოს. რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის თანხობრივ მონაწილეობას, ეს ამ ფინანსურ ინსტიტუტსა და ინვესტორებს შორის მოლაპარაკების შემდეგ უნდა გადაწყდეს“, - განუცხადა "ბიზნესკონტაქტს" თემურ მაისურაძემ.

პროექტების განხორცილების შემთხვევაში, დეპუტატი ინტელექტუალური საკუთრების გასხვისებისთვის შესაბამის ჰონორარს მიიღებს.