Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დევი ხეჩინაშვილი: მთავრობა ფაქტიურად არ იყენებს დაზღვევას რისკების მართვაში

56fcef327d8b4
BM.GE
31.03.16 13:31
1193
სადაზღვევო ინდუსტრია, საფინანსო სექტორთან ერთად, მოგების გადასახადის რეფორმაში 2019 წლიდან ჩაერთვება. სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე, დევი ხეჩინაშვილი მბობს, რომ დღეს პოტენციური ინვესტორებისთვის აღნიშნული საკითხი შესაძლოა გაგებული იყო, როგორც მთავრობის ნაკლები ინტერესი სფეროს მიმართ.
 
"ნათელი არ არის რა პრინციპით გააერთიანა მთავრობამ ფინანსური სექტორი. მასში სამი ინდუსტრია მონაწილეობს, ყველას თავისი განვითარების ვექტორი და პრობლემები აქვს. ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა რეფორმაში ჩართვა და ამის არგუმენტაციაც გვქონდა.

როდესაც დაგვისვავენ ინვესტორები და პოტენციური ინვესტორები კითხვას, რატომ გადავადდა ძალიან გაგვიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. ეს შეიძლება აღქმული იყოს, ისე რომ მთავრობას სადაზღვევო ურთიერთობების განვითარება ნაკლებად აინტერესებს", - განაცხადა ხეჩინაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობა ფაქტიურად არ იყენებს დაზღვევას რისკების მართვაში. როგორც ხეჩინაშვილი განმარტავს, ერთადერთი პროექტი, რომელშიც მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა აგროდაზღვევაა.

"ეს არის სპეციფიკა დაზღვევის, როდესაც ადამიანებს არ მოსგამთ რომ დაზღვევა მათთვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, ასეთ ქვეყნებში იყენებენ უალტერნტივოდ სხვადასხვა სავალდებულო დაზღვევებს. ევრაზიის კონტინენტზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ეს ასე არაა", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა. მისივე თქმით, მთავრობაში საკითხი ინიცირებულია და მუშაობა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები მისი თქმით არ გადადგმულა.