Home
Category
TV Live Menu
Loading data...

შემოდის თუ არა თურქეთიდან კვერცხი დემპინგური ფასით?

BM.GE
03.07.23 17:45
59
მეფრინველეობის სექტორმა, თურქი მწარმოებლების მიერ საქართველოში დემპინგური ფასებით ოპერირების გამო, შესაძლოა, კონკურენციის სააგენტოს მიმართოს. მეფრინველეობის სექტორში აცხადებენ, რომ თურქეთში ეროვნული ვალუტის ლირას გაუფასურების ფონზე, საქართველოში მეზობელი ქვეყნიდან კვერცხის იმპორტი გაზრდილია, პროდუქცია კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად შემოდის. ინფორმაციისთვის, 2023 წლის 5 თვეში საქართველოში თითქმის 30 მლნ ცალი კვერცხია იმპორტირებული, ჯამური ღირებულებით 3.2 მლნ დოლარი, 2022 წელს მთელი წლის განმავლობაში 36.5 მლნ ცალი კვერცხი იყო შემოტანილი, იმპორტის ღირებულება 5.8 მლნ დოლარს შეადგენდა. თითქმის 99% თურქეთიდან იმპორტია. რა მოცულობის კვერცხს აწარმოებს საქართველო, ჭირდება თუ არა ქვეყანას კვერცხის იმპორტი? 

სტუმარი: ზურაბ უჩუმბეგაშვილი - “კუმისის” დამფუძნებელი, "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე;