Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება Green Investment Bank-ის გაყიდვას იწყებს

56d9224f151ad
BM.GE
04.03.16 09:46
1175
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება საინვესტიციო ბანკის Green Investment Bank-ის გაყიდვას იწყებს, რომელიც სუფთა ენერგეტიკულ პროექტებში ახდენს ინვესტირებას. ინფორმაციას Green Investment Bank-ის გენერალური დირექტორი ავრცელებს. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ბანკის 75-100%-ის რელიზება მოხდება, რომლისთვისაც ტენდერი უკვე გამოცხადებულია, განუცხადა კინგსბერმა Bloomberg-ს.

"პრივატიზაცია ბანკს ხელს შეუწყობს, უფრო მეტი რესურსი მიმართოს დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა", - ამბობს კინგსბერი.

მიღებული ზომები ასევე ხელს შეუწყობს ინვესტირება მოხდეს ისეთ ტექნოლოგიებში, რომელთა გამოყენებაც ამ დროისთვის ევროპული ნორმებით აკრძალულია, აღნიშნა ბანკის ხელმძღვანელმა.

დიდი ბრიტანეთის ბიზნესის წარმოების მინისტრმა სადჟინ დჟავიდმა ბანკის გაყიდვის შესახებ განცხადება 2015 წლის ივლისში გააკეთა. პირველ ეტაპზე, აქტივების გაყიდვისთვის აუცილებელი იყო საკანონმდებლო რეგულაციების ცვლილება, რათა მოხსნილიყო GIB-ზე სამინისტროს კონტროლი. ბანკის გაყიდვა საფინანსო ორგანიზაციას მისცემს საშუალებას და რესურსს გააფართოვონ ინვესტიციები ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების პროექტებზე.

ბრიტანული Green Investment Bank-ი 2012 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეიქმნა, რომლის მიზანიც კერძო ფონდებიდან რესურსების მოზიდვა იყო  გარემოსდაცვითი პროექტების განსახორციელებალდ.