Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რატომ გაძვირდა ხახვი რეკორდულად?

BM.GE
02.05.23 09:46
155
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მარტში ხახვი 110.7%-ით გაძვირდა. ოფიციალური მონაცემები, რამდენად გაიზარდა ხახვზე ფასი აპრილში, არ გამოქვეყნებულა, თუმცა დახლებზე ხახვის ფასი, გასულ კვირას საგრძნობლად გაიზარდა და საშუალოდ, 5-7 ლარს შეადგენდა, პიკს კი გასულ უქმეებზე მიაღწია, როდესაც ერთი კილოგრამი ხახვის ფასი ორნიშნა ნიშნულზე ავიდა და რიგ შემთხვევებში 10-12 ლარიც კი შეადგინა. რამ გამოიწვია ხახვის რეკორდულად გაძვირება და რა მდგომარეობაა დღეს ბაზარზე?