Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: არავის უფიქრია, კერძო საკუთრებისთვის საფრთხე შეექმნა, ეს ყოვლად დაუშვებელია

56bad4e24cd0a
BM.GE
10.02.16 10:10
948
"მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენთვის კერძო საკუთრება უმთავრესია", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, "საჯარო რეესტრის შესახებ" კანონპროექტში არის ისეთი, ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე ჩააფიქრა, მთავრობა მას გადახედავს.
 
"არავის უფიქრია, კერძო საკუთრებისთვის საფრთხე შეექმნა. ეს ყოვლად დაუშვებელია. ეკონომიკის სამინისტრო ის უწყებაა, რომელიც მტკიცედ იცავს კერძო საკუთრებას. აქვე მინდა განვმარტო, რომ თუკი მოსახლეობა აღნიშნულმა ცვლილებებმა შეაშფოთა, მაქსიმალურად შევეცდებით, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებისას, მასში ისეთი ცვლილებები შევიტანოთ, რომელიც კერძო სექტორის ყველანაირ ეჭვებს გააქარწყლებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლება აკვირდება იმ განწყობებს, რომელიც მოსახლეობას ჩამოუყალიბდება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ. მან არ გამორიცხა ამ საკითხზე შიდა კონსულტაციების ჩატარება. „ყოველივე კეთდება ჩვენი მოსახლეობისა და კერძო სექტორის სასარგებლოდ. ამდენად, თუ კანონპროექტში არის ისეთი ჩანაწერი, რომელმაც კერძო მესაკუთრე ჩააფიქრა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი უნდა გავასწოროთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.