Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: "ყაზტრასგაზის" თემა არ ამოწურულა

56c6f39fa60c4
BM.GE
19.02.16 14:48
1078
"ყაზახურმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ კომპანიაში გარკვეული ინვესტიციებია ჩასადები და ისინი ამისთვის მზად უნდა იყვნენ", - განაცხადა გადაცემაში "ბიზნესკნტაქტი" ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, "ყაზტრასგაზის" საკითხი ამოწურული არ არის და ქართული მხრე, კომპანიისგან კონკრეტულ პასუხებსა და შემოთავაზებებს მომავალ კვირას ელოდება.
 
""ყაზტრნასგაზის" თემა არ ამოწურულა. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყაზახურ მხარეს ძალიან ცხადი გზავნილი და დადასტურება მივეცით და ვუთხარით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის საკუთრების განცდა, რაც მათ გააჩნიათ კომპანიაში მათი მენეჯმენტით, დადასტურებული იყოს.

ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ დღეს, რა დღესაც ყაზახური მხარე მოინდომებს მენეჯმენტში დაბრუნებას, დაბრუნდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, ყაზახურმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის, რომ კომპანიაში ქსელის განვითარებისა და გაუმჯობესებისთვის გარკვეული ინვესტიციებია ჩასადები და ისინი ამისთვის მზად უნდა იყვნენ. ჩვენ პირობა მივიღეთ, რომ შემდეგი ერთი კვირის მანძილზე პასუხებით დაგვიბრუნდებიან და შესაბამისად ამ მიმართულებითაც ჩამოყალიბებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა მინისტრმა.